ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი ხობი
ტელეფონი 577643964
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სამუშაო საათები25 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-950 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიის პირობებს:

1.ვაკანსია ცხადდება დეკრეტულ შვებულებაში გასული სპეცმასწავლებლის ადგილას;

2.კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება დეკრეტულ შვებულებაში მყოფი პიროვნების დაბრუნებამდე;

3. სამუშაო პერიოდი სავარაუდოდ იქნება 2023 წლის 03- აპრილიდან- 2023 წლის 1- ივლისამდე;

4. ხელფასი მითითებულია გამოცდა ჩაბარებული მასწავლებლისა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის გათვალისწინებით;

   კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 64 39 64

კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

• ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

• ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

• ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

• ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.


გამოქვეყნების თარიღი 17 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 3 აპრილი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS