ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი III, IV
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 555200243
სამუშაოს დაწყების თარიღი27 მარტი, 2023წ.
სამუშაო საათები5 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 548 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

 ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატის ვერ შერჩევის შემთხვევაში, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში.

კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე ( www.pedagogi.ge-ზე) რისთვისაც სრულყოფილად ავსებს ყველა ველს (პერსონსლური ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება, სასურველი სკოლა და თანამდებობა, გამოცდები და მოტივაცია) და აუცილებლად უნდა ატვირთოს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია და დიპლომი. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს პერსონალური ინფორმაციის ველში.

განცხადებების გადარჩევას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია.

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსის შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ  sms შეტყობინებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული კლასები არის მეორე ცვლაში.

გამოქვეყნების თარიღი 15 მარტი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 20 მარტი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS