ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი VII, VIII
სექტორი ქართული
რეგიონი მცხეთა-მთიანეთი
რაიონი დუშეთი
ტელეფონი 577677078
სამუშაოს დაწყების თარიღი1 მარტი, 2023წ.
სამუშაო საათები10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 270-300 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონულად მისამართზე dusbazaleti@mes.gov.ge ან სკოლის ადმინისტრაციაში ქალაქი დუშეთი - სოფელი ბაზალეთი.

   მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

  ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სამოტივაციო წერილი;

  2. პირადობის მოწმობის ასლი;

  3. ავტობიოგრაფია/ cv;

  4. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;

  5. სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია.

6. სამუშაო გამოცდილების დოკუმენტი;

  7. შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

  კონკურსის ეტაპები მოიცავს:

განაცხადების გადარჩევას;

გასაუბრებას;

 კომისია დავუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

    დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსანტი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, როგორც თვითგანვითარებით, ისე კოლეგებთან თანამშრომლობით, მათ შორის სკოლის ბაზაზე; შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებთან, ისე სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან. კონკურსანტს უნდა შეეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში.

გამოქვეყნების თარიღი 6 თებერვალი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 28 თებერვალი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS