ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი უცხოური ენა (რუსული)
კლასი VI
სექტორი ქართული
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ახალქალაქი
ტელეფონი 551084336
სამუშაოს დაწყების თარიღი10 თებერვალი, 2023წ.
სამუშაო საათები2 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 30-35 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული შესაბამის საგანში.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება ან ტესტირება,

დ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია / CV;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს);

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

ე) შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 იანვრიდან 2022 ლის 14 იანვრის ჩათვლით.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.


გამოქვეყნების თარიღი 1 თებერვალი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 10 თებერვალი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS