ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა საქმისმწარმოებელი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი შუახევი
ტელეფონი 577154139
სამუშაოს დაწყების თარიღი24 იანვარი, 2023წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 350 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. უმაღლესი განათლება.

3. საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook. PowerPoint, ) სრულყოფილი ცოდნა.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა eFlow -ის და სკოლის ბაზების eSchool-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

საქმისმწარმოებლის მოვალეობა:

1. უზრუნველყოს საქმისწარმოების გამართულად მუშაობა;

2. აწარმოოს სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია;

3. აწარმოოს მოსწავლეთა ანბანური წიგნის ელექტრონული ვერსია;

4. გააკონტროლოს მოსწავლეთა მოძრაობა;

5. უზრუნველყოს სკოლის არქივის დაცვა და მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაცემა;

6. უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

7. მიიღოს შემოსული კორესპოდენცია, დაამუშაოს და დაარეგისტრიროს იგი;

8. უზრუნველყოს შემოსული კორესპოდენციის განხილვა და ადრესატისთვის მისი წარდგენა;

9. უზრუნველყოს დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, დაბეჭდვა და ასლის გადაღება;

10. უზრუნველყოს მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება და გააკონტროლოს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება;

11. უზრუნველყოს სკოლის დირექტორის ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და გასაგზავნი წერილების პროექტების მომზადება;

12. კონტროლი გაუწიოს დირექტორის ბრძანების, განკარგულებისა და დავალების ადრესატებამდე მიტანას;

13. უზრუნველყოს email.mes.gov.ge ფოსტაზე წერილების მიღება და პასუხის გაცემა.

14. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სკოლის დირექტორის სხვა დავალებები.

15. შეასრულოს საჯარო სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

16. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;

17. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;

18. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

19. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;

20. დაიცვას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის ცნობილი თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები;

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. ავტობიოგრაფია/ cv;

3. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

4. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

გამოქვეყნების თარიღი 23 იანვარი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 26 იანვარი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS