ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ენისა და მეტყველების თერაპევტი
სექტორი
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ახალციხე
ტელეფონი 599015380
სამუშაოს დაწყების თარიღი15 თებერვალი, 2023წ.
სამუშაო საათები5 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 300-310 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური ადგილის მიმართ წაყენებულ შემდეგ  მოთხოვნებს:

• ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

• აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია).

• სავალდებულოა, ენისა და მეტყველების სპეციალობის მიმართულებით ტრენინგ მოდულების გავლისა და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა.

• სავალდებულოა ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,ასევე განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება.

• ფლობდეს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობ მრავალფეროვან სტრატეგიებს;

• შეეძლოს მოსწავლის შეფასება: ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და ენაბორძიკი, არტიკულაცია, კომუნიკაციის სტილი)კუთხით.

• სმენითი ფუნქციის/სმენითი აღქმის უნარების და შეფასების საფუძველზე ადგენდეს მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმას და განრიგს;

• ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება და ინკლუზიურ განათლების-სფეროში ტრენინგ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები;


ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ავტობიოგრაფია/ cv;

 პირადობის მოწმობის ასლი;

 შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

 შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

 სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 სამოტივაციო წერილი.


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.განაცხადების გადარჩევა

2. გასაუბრება

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება. 

1 .კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება: მხოლოდ ვაკანსიების ვებგვერდზე ( - www.pedagogi.ge-ზე).

2 გასაუბრება ჩატარდება სკოლის საკონკურსო კომისიის მისამართზე (ქ. ახალციხე,ასპინძის ქN18).



გამოქვეყნების თარიღი 23 იანვარი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 3 თებერვალი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS