ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი შიდა ქართლი
რაიონი გორი
ტელეფონი 0370 27 28 94
სამუშაოს დაწყების თარიღი2 თებერვალი, 2023წ.
სავარაუდო ხელფასი 600-660 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 სკოლის ექიმის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს:

უნდა ჰქონდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:

ა) „პედიატრია“;

ბ) „საოჯახო მედიცინა“;

გ) „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“.

(დოკუმენტაცია უნდა იყოს ატვირთული პროფილში)

1.2 უნდა შეეძლოს შეასრულოს სკოლის ექიმის შემდეგი კომპეტენცია:

ა) მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა);

ბ) შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;

გ) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს;

დ) მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში;

ვ) მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;

ზ) საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:

ზ.ა) ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები;

ზ.ბ) მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ზ.გ) პედიკულოზის პრევენციის მიზნით;

თ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს;

ი) ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები;

კ) გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;

ლ) გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის);

მ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სერთობლივი 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინომომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები;

1.3 ზედამხედველობა გაუწიოს სამედიცინო კაბინეტში/სამედიცინო პუნქტში განთავსებულ აღჭურვილობას და მედიკამენტებს, აწარმოოს მოხმარებული მედიკამენტების და სამედიცინო მასალების აღრიცხვა, აკონტროლოს მედიკამენტების და სახარჯი მასალების ვარგისიანობის ვადები, ამოიღოს მოხმარებიდან ვადაგასული მედიკამენტები და მოახდინოს მათი აღრიცხვა, გაატაროს მედიკამენტებით და სამედიცინო მასალებით მომარაგებისთვის საჭირო პროცედურები.

1.4 დამატებითი მოთხოვნები

1.4.1. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

1.4.2. იცოდეს სახელმწიფო ენა;

1.4.3. სასურველია ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

1.4.4. სასურველია ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

2. კონკურსის ეტაპები:

2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა (არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება);

2.2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს);

2.3. კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

შენიშვნა: შეთავსებით მომუშავე აპლიკანტის განცხადება არ განიხილება (დაუშვებელია სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს (9:00 სთ-18:00 სთ) დაკავდეს ინდივიდუალური საექიმო ან სამედიცინო დაწესებულებაში პარალელური პროფესიული საქმიანობით).


გამოქვეყნების თარიღი 23 იანვარი, 2023წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 იანვარი, 2023წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS