![]() |
| ვაკანსიები | მასწავლებლობის მაძიებელი | ვაკანსიის დამატება | კითხვა-პასუხი | დაგვიკავშირდით |
| « უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
| სკოლა | სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა |
| სკოლის ტიპი | საჯარო |
| თანამდებობა | ფსიქოლოგი |
| სექტორი | |
| რეგიონი | ქვემო ქართლი |
| რაიონი | დმანისი |
| ტელეფონი | 551083009 |
| სამუშაოს დაწყების თარიღი | 4 დეკემბერი, 2026წ. |
| სავარაუდო ხელფასი | 0-706 ლარი/თვეში |
| ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
| საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | კანდიდატი ფსიქოლოგის სპეციალისტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში; ბ) ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოდილება; გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 3. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით: ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ენობრივი, სამეტყველო და კომუნიკაციური უნარების სწავლების გამოცდილება; ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი); გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში; დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება; ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, ენისა და მეტყველების სპეციალისტის სამედიცინო განათლება. კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად: 1) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 2) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; 3) კონკურსის შედეგების განსაზღვრა. შენიშვნა: გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს შეატყობინებენ ინდივიდუალურად. აპლიკანტი უნდა იყოს პასუხიმგებლიანი, უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, როგორც თვითგანვითარებით, ისე კოლეგებთან თანამშრომლობით; შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა როგორც მოსწავლეებთან, მშობელთან, ისე სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საიტზე pedagogi.ge ატვირთეთ შემდეგი დოკუმენტები: 1. სამოტივაციო წერილი; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 4. შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); 5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). არასრულად წარმოდგენილ დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს. |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 ნოემბერი, 2026წ. |
| გამოხმაურების ბოლო თარიღი | 30 ნოემბერი, 2026წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
| « უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |