ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი ხულო
ტელეფონი 577150144
სამუშაოს დაწყების თარიღი15 სექტემბერი, 2026წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-660 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:


1) ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან/და ინკლუზიური განათლების მიმართულებით;


2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;


3) ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;


4) ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;


უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:


აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;


აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენად საჭირო კომპეტენცია;


 აქვს ინკლუზიურ განათლების სფეროში ტრენინგ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები;


აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;


 აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.


სასურველია:


რთული ქცევის მქონე ან აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.


დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. აღნიშნულის დადგენის მიზნით კანდიდატს გასაუბრების შედეგად შერჩევის შემთხვევაში მოეთხოვება ცნობა ნასამართლეობის შესახებ;


შერჩეული კანდიდატი საქმიანობას შეუდგება 2023 წლის 15 სექტემბრიდან.


2. კონკურსის ეტაპები:


2.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;


2.2 გასაუბრება.

გამოქვეყნების თარიღი 4 ნოემბერი, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 12 ნოემბერი, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS