![]() |
| ვაკანსიები | მასწავლებლობის მაძიებელი | ვაკანსიის დამატება | კითხვა-პასუხი | დაგვიკავშირდით |
| « უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
| სკოლა | სსიპ - ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №220 საჯარო სკოლა |
| სკოლის ტიპი | საჯარო |
| თანამდებობა | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი |
| სექტორი | |
| რეგიონი | თბილისი |
| რაიონი | დიდუბე-ჩუღურეთი |
| ტელეფონი | 0322887220 599901837 |
| სამუშაოს დაწყების თარიღი | 17 ნოემბერი, 2026წ. |
| სამუშაო საათები | 15 სთ/კვირაში |
| სავარაუდო ხელფასი | 528-530 ლარი/თვეში |
| ვაკანსიების რაოდენობა | 2 |
| საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | სასურველი პროფესია: უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგს, მასწავლებელს, სპეციალური მასწავლებელს, ოკუპაციურ თერაპევტს, სოციალურ მუშაკს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს. სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, მათ შორის შორის ჩაითვლება სსსმ მოსწავლესთან მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება. მინიმალური კომპეტენცია : ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით: ა)აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება; ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი); გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში; დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება; ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება. ფუნქცია-მოვალეობები: 1. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება; 2. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება; 3. მოსწავლეს უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში; 4. ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას; 5. ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას; 6. მხარს უჭერს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას; სამუშაო დრო: 13 :00: 17:00 საათი |
| გამოქვეყნების თარიღი | 4 ნოემბერი, 2026წ. |
| გამოხმაურების ბოლო თარიღი | 11 ნოემბერი, 2026წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
| « უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |