![]() |
| ვაკანსიები | მასწავლებლობის მაძიებელი | ვაკანსიის დამატება | კითხვა-პასუხი | დაგვიკავშირდით |
| « უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
| სკოლა | სსიპ - ქალაქ ქუთაისის №7 საჯარო სკოლა |
| სკოლის ტიპი | საჯარო |
| თანამდებობა | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი |
| სექტორი | |
| რეგიონი | იმერეთი |
| რაიონი | ქუთაისი |
| ტელეფონი | 577277507 |
| სამუშაოს დაწყების თარიღი | 16 ნოემბერი, 2026წ. |
| სამუშაო საათები | 20 სთ/კვირაში |
| სავარაუდო ხელფასი | 396-0 ლარი/თვეში |
| ვაკანსიების რაოდენობა | 3 |
| საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის მიერ დასაკმაყოფილებელი სავალდებულო საკვალლიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ბავშვებთან მუშაობის მინიმუნ ერთწლიანი გამოცდილება. ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილების ფლობა. (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა); გ) ინკლუზიური განათლების სფეროში ტრენინგ-კურსების გავლილობა (არსებობის შემთხვევაში გავლილობის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარმოდგენა უპირატესობა მიენიჭება: მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს. 1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შესასრულებელი სამუშაოა: 1.1 ტექსტის დამუშავებისას მოსწავლეს უკითხავს ტექსტს, სხვადასხვა სტარტეგიების დახმარებით უნიშნავს ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილებს; 2. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება; 3. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება; 4. ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას; 5. ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლის გარეთ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობისას - შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობა და სხვა; 6. ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას; 7. ეხმარება მოსწავლეს სპეციალისტთა (მაგალითად, ოკუპაციური ან მეტყველების თერაპევტის) მიერ განსაზღვრული სავარჯიშოების და აქტივობების შესრულებისას; 8. ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას; 9. მხარს უჭერს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას; 10. მოსწავლის ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რელევანტური პირებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მონაწილეობს მოსწავლის ტრანზიციის პროცესის დაგეგმვაში; 11. საჭიროების შემთხვევაში, ჰიგიენურად ამუშავებს მოსწავლის მიერ გამოყენებულ სასწავლო მასალას; 12. მონაწილეობს მომდევნო დღის ან პერიოდისთვის დაგეგმილი სასწავლო აქტივობების გაცნობის მიზნით მასწავლებლის და სხვა სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში; 13. მოსწავლის ზრუნვასთან დაკავშირებული პროგრესის და/ან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით მონაწილეობს მშობლებთან შეხვედრებში; 14. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სკოლის სივრცეში თერაპიული ჩარევის შემთხვევაში თანამშრომლობს მოსწავლის შესაბამის თერაპევტთან (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობა და სივრცეში ორიენტაცია, ქცევითი თერაპევტი და სხვ.); 15. ზრუნავს მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციაზე; 16. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესების დაცვით საკვების მიწოდებას; 17. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მხარდაჭერას უწევს ტანსაცმლის გახდა/ჩაცმის, შესაკრავების, თასმების მანიპულირების პროცესში; 18. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებს ტუალეტის და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული პროცესის მხარდაჭერას; 19. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს: შემთხვევების აღმოჩენისას ახდენს ინტერვენციას, რჩება მოსწავლის შორიახლოს და თვალს ადევნებს მის მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში, დროულად ატყობინებს შესაბამის სამსახურს და ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს; 20. ასისტენტის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს შესაძლებელია შეიცვალოს დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები, მოსწავლის დარღვევების და საჭიროებების მრავალფეროვნების გათვალისწინებით. კონკურსის ეტაპები: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 2. გასაუბრება - (გასაუბრების დროს და ადგილს აპლიკანტი მიიღებს საბუთების გადარჩევის შემდგე შეტყობინების სახით პირად ელექტრონულ ფოსტაზე). 3. შედეგების განსაზღვრა |
| გამოქვეყნების თარიღი | 3 ნოემბერი, 2026წ. |
| გამოხმაურების ბოლო თარიღი | 10 ნოემბერი, 2026წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
| « უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |