ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №6 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი გლდანი-ნაძალადევი
ტელეფონი 551120180
სამუშაოს დაწყების თარიღი24 ნოემბერი, 2026წ.
სამუშაო საათები27 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-730 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:



ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;


ბ) ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;


გ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.


2. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:


ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;


ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);


გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;


დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;


ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.




3. ასისტენტი საჭიროების შემთხვევაში უნდა ფლობდეს ჟესტურ ენას, ბრაილზე წერა-კითხვის ტექნიკებს.


4. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:


5.1 სამოტივაციო წერილი;


5.2 პირადობის მოწმობის ასლი;


5.3 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;



5.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);



5.5 სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).



6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ფუნქციებია:



ა) დაეხმაროს სსსმ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში;



ბ) საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები რესურს ოთახში კოგნიტური და აკადემიური უნარების გავარჯიშების მიზნით;


გ) გაუწიოს ინდივიდუალური დახმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში;


დ) მონაწილეობა მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში;


ე) დახმარება გაუწიოს ძირითად მასწავლებელს ან სპეც მასწავლებელს სსსმ მოსწავლესთან გაკვეთილის წარმართვაში.


7. კონკურსი ტარდება 2 ეტაპად: 


პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 


მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.






























გამოქვეყნების თარიღი 3 ნოემბერი, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 13 ნოემბერი, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS