ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს მწვანე სკოლა - დიღომი
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა სააღმზრდელო საქმიანობაში დასაქმებული პერსონალი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი დიდუბე-ჩუღურეთი
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი1 სექტემბერი, 2026წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

"მწვანე სკოლა-დიღომი" აგრძელებს კანდიდატების შერჩევას ტუტორის პოზიციაზე.


ტუტორი „მწვანე სკოლაში“ უზრუნველყოფს მოსწავლის ჰოლისტურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:


ა) ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას: მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა.


ბ) გარემოსთან ადაპტაცია: მოსწავლის დახმარება სკოლის კულტურაში ინტეგრირებაში, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.


გ) მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია: რეგულარული უკუკავშირი მოსწავლის პროგრესზე, ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სასწავლო პროცესის კოორდინირება.


დ) ემოციური მხარდაჭერა: უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


1. უმაღლესი განათლება;

2. მოზარდებთან ან/და საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.




კონკურსის ეტაპები


ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;


ბ) გასაუბრება;


დამატებითი ინფორმაცია: 

აპლიკანტი აუცილებლად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.


გამოქვეყნების თარიღი 8 აგვისტო, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 15 აგვისტო, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS