ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი14 სექტემბერი, 2026წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

განათლება:

უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფილის საგნობრივი მიმართულებით (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) ან განათლების მეცნიერებების მიმართულებით;

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი კურსი ან ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი).

სამუშაო გამოცდილება:

 საგანმანათლებლო სექტორში შესაბამისი საგნის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 1-2 წლის გამოცდილება (საერთაშორისო სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

დამწყები მასწავლებლის შემთხვევაში, სასკოლო პრაქტიკის ან სტაჟირების წარმატებით გავლის გამოცდილება.

საჭირო კომპეტენციები:

 ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; საერთაშორისო სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;

 საგნის კურიკულუმის, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების ცოდნა;

გრძელვადიანი (წლიური) და მოკლევადიანი (სემესტრული, თემატური, გაკვეთილის) გეგმების დამოუკიდებლად შემუშავებისა და სწავლების პროცესში მათი ეფექტიანად გამოყენების უნარი;

 სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებისა და დიფერენცირებული მიდგომების ფლობა;

 მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების (განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება) ცოდნა და ობიექტურად გამოყენება;

 კლასის ეფექტიანი მართვა, პოზიტიური, მზრუნველი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა;

 მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდაჭერა (სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით);

 ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა.

 პიროვნული თვისებები და უნარები:

 მაღალი ემპათია, ჰუმანურობა, ბავშვებისა და მოზარდების მიმართ პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

 მოთმინების უნარი, მოქნილობა, ტაქტი და ემოციური მდგრადობა;

 კონფლიქტებისა და ქცევითი გამოწვევების მშვიდად, კონსტრუქციულად და მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარების უნარი;

 მაღალი აკადემიური და პროფესიული ეთიკა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

 მშობლებთან მჭიდრო, სისტემატური და პარტნიორული კომუნიკაციის წარმართვის უნარი ბავშვის სასწავლო და პიროვნული განვითარების პროცესში;

 გუნდურობა, კოლაბორაციის მაღალი კულტურა, მუდმივი თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა.


გამოქვეყნების თარიღი 7 აგვისტო, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 აგვისტო, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS