ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა სააღმზრდელო საქმიანობაში დასაქმებული პერსონალი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი +995 32 291 35 35 / 291 35 36
სამუშაოს დაწყების თარიღი1 სექტემბერი, 2026წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


• კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;


• კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე;


• მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება;


• გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა;


• შესვენებებზე კლასის კონტროლი;


• გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი;


• მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლის ქცევისა და აკადმიური შედგების შესახებ;


• ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი, გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით;


• საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.);


• კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი (რამდენად დროულად შეაქვთ მასწავლებლებს დავალებები, ნიშნები, არები);


• საკლასო, სასკოლო და ექტრაკურიკულარული აქტივობების დაგეგმვა და განახორციელება;


• საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტირებაზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;


• საშინაო დავალებებეზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება;


• სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება.


სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ ან 09:00-15:00


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


• აღნიშნულ პოზიციაზე შესაძლებელია დასაქმდეს სტუდენტი;


სასურველია:


• ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


უპირატესობა მიენიჭება განათლების ან ფსიქოლოგიის პროგრამების სტუდენტს ან კურსდამთავრებულს.



კონკურსანტთან გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა:


• თანამშრომლობით უნარებს;


• ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს;


• მოტივიაციასა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულობას.



კონკურსის ეტაპები:


1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;


2. გასაუბრება.


3. გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ერთი დღით ტუტორის მოვალეობის შესრულება თანამედროვე განათლების აკადემიაში, დაკვირვების მიზნით.

აპლიკანტმა CV (სასურველია მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge).


თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

გამოქვეყნების თარიღი 6 აგვისტო, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 10 აგვისტო, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS