ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ბათუმის №25 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მუსიკა
კლასი IV, V, VIII, IX, X
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 579909030 577304073
სამუშაოს დაწყების თარიღი15 სექტემბერი, 2026წ.
სამუშაო საათები11 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 800-950 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:


ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი;


ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;


გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა;


დ) დოქტორის ხარისხი ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით;


ე) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;


ვ) იყოს 2015 წლის 01 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი. 


 კონკურსის ეტაპები:


ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;


დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ კომისია დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადასულ კანდიდატებს.


ბ)გასაუბრება;


გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.


კონკურსის შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტრონულ ფოსტაზე ან sms შეტყობინებით. 


(მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ მასწავლებელი დატვირთული იქნება ცვლებში, ასევე მასწავლებელი იქნება დამრიგებელიც)

გამოქვეყნების თარიღი 6 აგვისტო, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 აგვისტო, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS