ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ფსიქოლოგი
სექტორი
რეგიონი შიდა ქართლი
რაიონი ხაშური
ტელეფონი 0368240957
სამუშაოს დაწყების თარიღი15 სექტემბერი, 2026წ.
სამუშაო საათები10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 700-920 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1) ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში და ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიაში;

2) უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და იცოდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;

3) ფლობდეს კომპიუტერული საოფისე პროგრამებს;

4) გააჩნდეს გუნდური მუშაობის უნარი;

5) შეეძლოს მასწავლებლის/მშობლის /მოსწავლის კონსულტირება, პრობლემის გადაჭრაში დახმარება;

6) უნდა იცნობდეს განათლების ფსიქოლოგიის სფეროში კომპლექსური საკითხების თანამედროვე, უახლესი კვლევის მეთოდებს;

7) უნდა შეეძლოს პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის და კონკრეტული სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე სკოლის ფსიქოლოგის პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;

8) უნდა შეეძლოს მოსწავლეების სწავლის სირთულეების დამოუკიდებლად კვლევა და მათზე რეაგირება;

9) სასურველია ჰქონდეს ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;

10) სასურველია ჰქონდეს სსსმ/შშმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;

11) სასურველი ჰქონდეს ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება;

12) უნდა იცოდეს ქცევის მართვის სტრატეგიები და სასურველი ჰქონდეს მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

o კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

o არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.



გამოქვეყნების თარიღი 3 აგვისტო, 2026წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 17 აგვისტო, 2026წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS