სკოლა სსიპ - ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი V, VI
რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რაიონი ამბროლაური
ტელეფონი 551212401
სამუშაოს დაწყების თარიღი21 იანვარი, 2022წ.
სამუშაო საათები14 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 538-1070 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სკოლაში /საბაზო/საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით;

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ზ) უნდა იყოს ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არანაკლ;ებ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

კონკურსის ეტაპები:

 • საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა (20 იანვარი, 2022 წელი);

 • გასაუბრება (20 იანვარი, 2022 წელი);

 • კონკურსის შედეგების განსაზღვრა (20 იანვარი, 2022 წელი).

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. სამოტივაციო წერილი;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4.სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

5. სხვადასხვა კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

5. CV;

6. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (გამოცდილების არსებობის შემთხვევაში);

7. ცნობა ნასამართლობის შესახებ.

გამოქვეყნების თარიღი 14 იანვარი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 19 იანვარი, 2022წ.