სკოლა სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
რეგიონი აჭარა
რაიონი შუახევი
ტელეფონი 591715692
სამუშაოს დაწყების თარიღი31 იანვარი, 2022წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 480-600 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა

ე) უნდა ჰქონდეს სპეცმასწავლებლად მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა.

აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორინეტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.

.2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 სამოტივაციო წერილი;

 პირადობის მოწმობის ასლი;

 განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

3. აპლიკანტებმა დოკუმენტაცია და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში (http://teacherjobs.ge/).

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა.

ბ) გასაუბრება.

5. განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია.

6. განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

7. საბუთების გადარჩევის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.

გამოქვეყნების თარიღი 14 იანვარი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 22 იანვარი, 2022წ.