სკოლა სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
რეგიონი იმერეთი
რაიონი წყალტუბო
ტელეფონი 577233515
სამუშაოს დაწყების თარიღი4 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 200-250 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება ან სრული ზოგადი განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

გ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

• უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე და შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი;

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

დ) სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში)

ე) CV-ფორმა

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა; მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

მსურველმა განცხადება უნდა წარმოადგინოს პორტალზე Teacherjobs.ge.


გამოქვეყნების თარიღი 13 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 31 ოქტომბერი, 2021წ.