სკოლა სსიპ - ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 577304320
სამუშაოს დაწყების თარიღი20 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 470 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სამუშაოს აღწერა:

მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა;

ბავშვებსა და და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე);

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;

ქრონიკული დავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენცია;

ინფექციური დავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება;

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;

სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

დამატებითი მოთხოვნები

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სასურველია გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის  სტაჟი, ჰქოდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობებში "საოჯახო მედიცინა" ან "პედიატრია";

ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

იცოდეს სახელმწიფო ენა;

სასურველია ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ვაკანტურ პოზიციაზე შესაძლებელია აყვანილ იქნეს ექთნის კვალიფიკაციის მქონე პირიც. 

სასურველია მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).

კონკურსის ეტაპები :

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება

შენიშვნა: სკოლა მუშაობს ორ ცვლაში - 9:00 საათიდან 18:30 საათამდე.

გამოქვეყნების თარიღი 13 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 18 ოქტომბერი, 2021წ.