სკოლა | სსიპ - ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები |
კლასი | V, VI |
რეგიონი | იმერეთი |
რაიონი | ხონი |
ტელეფონი | 577947545 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 24 ნოემბერი, 2020წ. |
სამუშაო საათები | 4 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 100-120 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი; დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2. განაცხადის შეტანის წესი: განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 10-17 ნოემბერს, ელექტრონულად, ელექტრონულ ფოსტის Khoni4@mes.gov.ge მეშვეობით. ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია/ CV; გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს); დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) შესაბამისი სერტიფიკატები ან ცნობა (არსებობის შემთხვევაში); ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დამატებითი ინფორმაცია: კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპი გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ კანდიდატს ან/და კანდიდატს, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი, 2020წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 17 ნოემბერი, 2020წ. |