სკოლა სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკა
კლასი VII, VIII, IX, X, XI
რეგიონი გურია
რაიონი ჩოხატაური
ტელეფონი 577624870
სამუშაოს დაწყების თარიღი26 ოქტომბერი, 2020წ.
სამუშაო საათები11 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 250-350 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აღნიშნული კონკურსი გამოცხადებულია დროებით არმყოფი (დეკრეტული შვებულება) პირის ჩანაცვლების მიზნით შემცვლელი მასწავლებლის ასაყვანად.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) ჰონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

3 . ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1 წერილობითი განცხადება (ივსება სკოლაში)

  2 სამოტივაციო წერილი, სადაც მითითებული იქნება მიზეზი, თუ რატომ სურს სამსახურის დაწყება ჩვენს სკოლაში

  .3 დასკანერებული პირადობის მოწმობის ასლი;

  4 ავტობიოგრაფია/ cv. და ფოტოსურათი 3x4

  5 შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის დასკანერებული

  .6 სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია.

   7. შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

 კომისია დავუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გამოქვეყნების თარიღი 15 ოქტომბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 23 ოქტომბერი, 2020წ.