სკოლა სსიპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ბუნებისმეტყველება
კლასი I, II, III, IV, V, VI
რეგიონი კახეთი
რაიონი ლაგოდეხი
ტელეფონი 577255416
სამუშაოს დაწყების თარიღი21 ოქტომბერი, 2020წ.
სამუშაო საათები15 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 250-350 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ე) 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი.

2. განაცხადის შეტანის წესი:

განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგი ელექტრონულ ფოსტის ganjali@mes.gov.ge მეშვეობით.

ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია/ CV;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატს);

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ორივე (აზერბაიჯანულ და ქართულ) ენებს სრულყოფილად.

გამოქვეყნების თარიღი 15 ოქტომბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 19 ოქტომბერი, 2020წ.