სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკა
კლასი VII, X, XI
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 2723574
სამუშაოს დაწყების თარიღი22 სექტემბერი, 2020წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 542 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მინიჭებული უნდა ჰქონდეს უფროსი, ან წამყვანი, ან მენტორის სტატუსი;

ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

 სასურველია ჰქონდეს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის შეტანის წესი:

ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მასწავლებელთა ვაკანსიების გვერდზე  უნდა ატვირთოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია/ CV;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

დ) სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

ე) შესაბამისი სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).;


დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.


გამოქვეყნების თარიღი 15 სექტემბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 19 სექტემბერი, 2020წ.