სკოლა სსიპ - ქალაქ რუსთავის №5 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი რუსთავი
ტელეფონი 0341273616
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ნოემბერი, 2019წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 400-470 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა

 იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;

• სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

• ბავშვებსა და და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

• სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს;

• სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;

• ქრონიკული დავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

• ინფექციური დავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

• სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

• ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;

• გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

• სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

• სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

• მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვა შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს, როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);

• ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

• ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;

• სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;

• მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

 კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება;.

• უნდა შეეძლოს კომპიუტერთან მუშაობა და ფლობდეს საოფისე პროგრამებს.

• იცოდეს სახელმწიფო ენა

• უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებული სხვაგან.

კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება

• ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.


კონკურსის ეტაპები

• განცხადების გადარჩევა

• გასაუბრება

გამოქვეყნების თარიღი 18 ოქტომბერი, 2019წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 ოქტომბერი, 2019წ.