![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | შპს ევროპული სკოლა |
სკოლის ტიპი | კერძო |
თანამდებობა | სკოლის ექიმი |
სექტორი | |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | ვაკე-საბურთალო |
ტელეფონი | +995577710037 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 28 ივნისი, 2022წ. |
სამუშაო საათები | 40 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 500-2000 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 2 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | ფუნქცია-მოვალეობები: • მოსწავლეთა იმუნიზაციის სტატუსის შესწავლა; • მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი; • იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; • ბავშვებსა და მოზარდებში იმ სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ დახმარებას; • პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა (სასწრაფო სამედიცონო დახმარების მოსვლამდე); • საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცონო დახმარების დროულად გამოძახება, მშობლის ინფორმირება; • სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; • განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების აღრიცხვაზე აყვანა; • ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა; • გეგმიური და მიმდინარე ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური პფოფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელის შეწყობა, კონტროლი; • ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; • მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლის პერსონალის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლების უზრუნველყოფა (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სხვა საკითხებზე ). • საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 21 მარტის N41/ნ/01-23/ნ ბრძანებით განსაზღვრულ ფუნქციები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება • უმაღლესი სამედიცინო განათლება • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: პედიატრია, საოჯახო მედიცინა, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი. გამოცდილება • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასურველია პედიატრად/მკურნალ ექიმად. ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები: • პროფესიული ცოდნა; • ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა: • საქართველოს მთავრობის იმ საკანონდებლო აქტების ცოდნა, რომლებიც ეხება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულებებს; • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა. • კომპიუტერული პროგრამები: • Microsoft Office • პიროვნული მახასიათებლები: • პასუხისმგებლობა; • ორგანიზებულობა; • ყურადღებიანობა; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • ინსტრუციებისა და პროცედურების დაცვის უნარი. |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივნისი, 2022წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 26 ივნისი, 2022წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |