ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 0422 240002
სამუშაოს დაწყების თარიღი1 სექტემბერი, 2022წ.
სამუშაო საათები18 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 1080-1200 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ზ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

თ) უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი.

1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

შენიშვნა: მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. აღნიშნულის დადგენის მიზნით კანდიდატს გასაუბრების შედეგად შერჩევის შემთხვევაში მოეთხოვება ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

2. კონკურსის ეტაპები:

2.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2.2 გასაუბრება;

2.3 საჩვენებელი გაკვეთილი.

კანდიდატის შერჩევა ხდება წინასწარ 2022-2023 სასწავლო წლისათვის. შერჩეული კანდიდატი საქმიანობას შეუდგება 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

გამოქვეყნების თარიღი 11 მაისი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 მაისი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS