ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ქორალი
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკური აღზრდა და სპორტი
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 577382387
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 800-1000 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სამუშაო დრო 10:00 -14:00 ან/და 10:00-17:00 საათი. სამუშაო საათები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

სკოლა უზრუნველყოს დასაქმებულებს ტრანსპორტირებითა და კვებით

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული

სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება და სასპორტო პროფესიული განათლება და

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების

საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასპორტო უმაღლესი განათლება და საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების

საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

დ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

1.3. სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს მასწავლებლობის კანდიდატი, რომელსაც ექნება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2023 წლის ბოლომდე ჩააბარებს საგნის გამოცდას, გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს.

შენიშვნა: მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი , რომელიც ნასამართლევია სქესობრივ დანაშაულზე. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ. აღნიშნულის დადგენის მიზნით კანდიდატს გასაუბრების შედეგად შერჩევის შემთხვევაში მოეთხოვება ცნობა ნასამართლეობის და ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ.

2. კონკურსის ეტაპები:

2.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2.2 გასაუბრება;

2.3. კონკურსის შედეგების განსაზღვრა;

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

გამოქვეყნების თარიღი 6 მაისი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 13 მაისი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS