ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის №2 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი ხობი
ტელეფონი 591713571; 591713575
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ივნისი, 2022წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 450-480 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

*  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

*  სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნებიდან  ერთ-ერთს:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

დ) არ უნდა იყოს შემთავსებელი მასწავლებელი;

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.


გამოქვეყნების თარიღი 6 მაისი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 18 მაისი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS