ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 577304313
სამუშაოს დაწყების თარიღი25 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 350-360 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობა, კომუნიკაციის, თვით–მოვლის უნარები და სხვა) შეფასებაში მონაწილეობა;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მოსწავლის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა და ამისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;

სასწავლო მასალის ადაპტირება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად;

სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საგნის მასწავლებლებთან და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად;

სსსმ მოსწავლის უნარების გაძლიერება საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით;

სსსმ მოსწავლის მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია და სხვა) განხორციელების პროცესში;

სსსმ მოსწავლის შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირებაში თანამონაწილეობა;

რთული ქცევის მქონე სსსმ მოსწავლის ქცევის შეფასებაში თანამონაწილეობა და ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის რეკომენდაციების შესრულება სსსმ მოსწავლის რთული ქცევის მართვის პროცესში;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერა სპეც. მასწავლებელთან და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად თანამშრომლობის საფუძველზე.

გამოქვეყნების თარიღი 14 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 23 ოქტომბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS