ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი VIII, IX
სექტორი ქართული
რეგიონი აჭარა
რაიონი შუახევი
ტელეფონი 577207255
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ნოემბერი, 2021წ.
სამუშაო საათები3 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 80-100 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელოვნებო უმაღლესი განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

დ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ ამავე საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ან პირი, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ) ონლაინ გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.


გამოქვეყნების თარიღი 13 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 22 ოქტომბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS