ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 2250928
სამუშაოს დაწყების თარიღი28 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-525 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის შექმნილი ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:

• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

• ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

• ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• ჩაბარებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან იყოს მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1 სამოტივაციო წერილი;

2 პირადობის მოწმობის ასლი;

3 განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი;

.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

5 ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსის ეტაპებია:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

დ) გასაუბრება

საიტი საშუალებას არ იძლევა რომ გამოცხადებულ ვაკანსიაში მითითებული იყოს სწორი დასახელება პოზიციის. ეს ვაკანსია არის ინტეგრირებული კლასის საგნის მასწავლებლის. 

გამოქვეყნების თარიღი 13 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 ოქტომბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS