ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის №94 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი IX, X, XI, XII
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 577332638
სამუშაოს დაწყების თარიღი15 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 450-500 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს სერტიფიცირებული პირი.

ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

თ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ი) უნდა იყოს ვაქცინირებული.

  კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგს დაევალება: საგნობრივი პროგრამების შემუშავება; გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება; ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი; საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა; კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად; სკოლის ჟურნალის წარმოება; სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებელთა მორიგეობის სქემაში ჩართვა და მორიგეობა.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

         კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელ.ფოსტაზე: tbilisi94@mes.gov.ge,საჭიროა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) CV;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

დამატებითი ინფორმაცია:

დროებიტ ბიულეტენზე მყოფი პედაგოგის ნაცვლად

1. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გამოქვეყნების თარიღი 12 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 13 ოქტომბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS