ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ხაშურის №8 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ფსიქოლოგი
სექტორი
რეგიონი შიდა ქართლი
რაიონი ხაშური
ტელეფონი 599994241
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ნოემბერი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 460-480 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

ა) ბავშვის განვითარების ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები, კანონზომიერებები და სტადიები;

ბ) სწავლისა და სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების ფსიქოლოგიური ასპექტები;

გ) განათლების ფსიქოლოგიის თანამედროვე აქტუალური საკითხები;

დ) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკური განვითარების ასაკობრივი და სპეციფიკური პრობლემები და მათი გადალახვის გზები;

ე) მასწავლებლების და მშობლების კონსულტირების სპეციფიკა;

ვ) განათლების ფსიქოლოგიის სფეროში კომპლექსური საკითხების თანამედროვე, უახლესი კვლევის მეთოდები;

ზ) პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის და კონკრეტული სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე სკოლის ფსიქოლოგის პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;

თ) მოსწავლეების სწავლის სირთულეების დამოუკიდებლად კვლევა და მათზე რეაგირება;

ი) უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკული ამოცანების დასაყენებლად და მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის;

კ) სისტემური თეორიების ცოდნა მოზარდის პიროვნული ფორმირების ამოცანათა გადასაჭრელად და სკოლა-ოჯახი-თემი თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის;


აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ფსიქოლოგად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებასა, სურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის გამოცდილება; აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

 კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება

ფსიქოლოგის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად Khashuri8@mes.gov.ge

გამოქვეყნების თარიღი 12 ოქტომბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 22 ოქტომბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS