ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკური აღზრდა და სპორტი
კლასი I, II, III, IV
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი 2796133
სამუშაოს დაწყების თარიღი21 სექტემბერი, 2021წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 700-1000 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

2.უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

3.უნდა იყოს სერტიფიცირებული პირი.

4. უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

  კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგს დაევალება: საგნობრივი პროგრამების შემუშავება; გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება; ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი; საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა; კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად; სკოლის ჟურნალის წარმოება; სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებელთა მორიგეობის სქემაში ჩართვა და მორიგეობა. საჭიროების შემთხვევაში კლასის დამრიგებლობა.

6. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

         კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საიტზე pedagogi.ge ატვირთეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) CV;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი

დ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი.

7. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას.

8. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

გამოქვეყნების თარიღი 14 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 18 სექტემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS