ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მუსიკა
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 577388083
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

. მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი;

ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა;

დ) დოქტორის ხარისხი ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით;

ე) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

ვ) იყოს 2015 წლის 01 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

2. სასურველია მასწავლებელს ჰქონდეს შესაბაის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.


გამოქვეყნების თარიღი 14 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 18 სექტემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS