ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ახალციხის №4 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკური აღზრდა და სპორტი
კლასი I, II, III, IV, V, VI
სექტორი ქართული
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ახალციხე
ტელეფონი 598099965
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სამუშაო საათები10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 200-250 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კონკურსის განაცხადის ნიმუში მასწავლებლის ვაკანტური საათების შესავსებად

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი;

ბ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს სპორტის მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

გ) დიპლომის მიხედვით ჰქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა;

დ) დოქტორის ხარისხი ჰქონდეს განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით;

ე) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა;

ვ) იყოს 2015 წლის 01 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატი, კომისიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმ პირობით თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

1.2. ჰქონდეს არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

1.3 1-2,3-4 კლასკომპლექტები და მე-5 და მე-6 კლასები.

1.4 ჰქონდეს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

გამოქვეყნების თარიღი 6 აპრილი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 11 აპრილი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS