ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №69 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი გლდანი-ნაძალადევი
ტელეფონი 2247078
სამუშაოს დაწყების თარიღი20 აპრილი, 2021წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 160-432 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

გ) ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

3. უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

ა) აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

ბ) აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე (შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);

გ) აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

დ) აქვს განათლების სისტემაში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;

ე) აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის, სოციალური მუშაკის, სამედიცინო განათლება.

4. ასისტენტი საჭიროების შემთხვევაში უნდა ფლობდეს ჟესტურ ენას, ბრაილზე წერა-კითხვის ტექნიკებს.

5. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

5.1 სამოტივაციო წერილი;

5.2 პირადობის მოწმობის ასლი;

5.3 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5.4 შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

5.5 სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

6. განცხადებების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება.

გამოქვეყნების თარიღი 5 აპრილი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 14 აპრილი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS