ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ენისა და მეტყველების თერაპევტი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 595904644
სამუშაოს დაწყების თარიღი15 აპრილი, 2021წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 480 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  ა)ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი სპეციალობის)

ბ) სასურველია ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი )

გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულპროგრამებს სამომხმარებლო დონეზე ;

დ)იცოდეს სახელმწიფო ენა

ენისა და მეტყველების სპეციალისტი:

ა) აფასებს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარებას (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და ენაბორძიკი, არტიკულაცია, კომუნიკაციის სტილი) და სმენით ფუნქციას/სმენითი აღქმის უნარს და შეფასების საფუძველზე ადგენს მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმასა და განრიგს;

ბ) მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ სამუშაოებს;

გ) თითოეული მოსწავლისათვის შემუშავებულ მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრების გეგმას აცნობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში და მასწავლებლებს აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენის, მეტყველების, კომუნიკაციისა და სმენითი ფუნქციის თავისებურებების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს;

ე) აერთიანებს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების მიზნებს აკადემიურ და სოციალურ მიზნებთან;

ვ) მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უწევს კონსულტაციას და აცნობს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობ სტრატეგიებს;

ზ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან, მათთან ერთად გეგმავს და იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლის განვითარებას, სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას და სწავლას;

თ) უზრუნველყოფს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრებისთვის საჭირო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

ი) მოსწავლესთან მუშაობის პროცესში იყენებს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს, სტრატეგიებს, მიდგომებსა და დამხმარე საშუალებებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციას მასწავლებელსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.


გამოქვეყნების თარიღი 2 აპრილი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 13 აპრილი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS