ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 599138747
სამუშაოს დაწყების თარიღი1 აპრილი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0-470 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

ა) გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის ერთწლიანი სტაჟი, ჰქოდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობებში "საოჯახო მედიცინა" ,"პედიატრია";,,,თერაპევტი,,

ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

გ) იცოდეს სახელმწიფო ენა;

დ) სასურველია ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ე) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ვ) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).

სამუშაოს აღწერა:

მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;

ბავშვებსა და და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე);

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);

სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;

ქრონიკული დავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენცია;

ინფექციური დავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში

• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

კონკურსის ეტაპები

• განცხადების გადარჩევა

• გასაუბრება

გამოქვეყნების თარიღი 1 აპრილი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 9 აპრილი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS