ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი აჭარა
რაიონი ბათუმი
ტელეფონი 555200243
სამუშაოს დაწყების თარიღი9 მარტი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 470 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა;

ბავშვებსა და და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე);

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;

ქრონიკული დავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენცია;

იფექციური დავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება;

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;

სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის სტაჟი, ჰქოდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობებში "საოჯახო მედიცინა" ,"პედიატრია";,,,თერაპევტი,,

ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

იცოდეს სახელმწიფო ენა;

სასურველია ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).

თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და ცხოვრობს სკოლის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

კონკურსის ეტაპები :

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება

შენიშვნა: სკოლა მუშაობს ორ ცვლაში - 9:00 საათიდან 18:30 საათამდე.

გამოქვეყნების თარიღი 22 თებერვალი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 3 მარტი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS