![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სსიპ - ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის №113 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | დამლაგებელი |
სექტორი | |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | გლდანი-ნაძალადევი |
ტელეფონი | 2695213 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 1 მარტი, 2021წ. |
სამუშაო საათები | 40 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 290 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | ძირითადი მოთხოვნები: გამოცხადდეს სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე (გაანიავოს საკლასო ოთახები); დაიცვას სისუფთავე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას როგორც დერეფანში, ასევე სველ წერტილებში; საჭიროების შემთხვევებში, სკოლაში ჩაატაროს სადეზინფექციო სამუშაოები; ყოველდღიურად დაალაგოს სკოლის შენობის დერეფანი, სველი წერტილები და სასკოლო ოთახები სველი წესით; შეასრულოს სკოლის დირექტორისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის მითითებები და დავალებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. უზრუნველყოს სანიტარული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ; (სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მინიმუმ ერთხელ და საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას); უზრუნველყოს სანიტარიული წერტილების დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ; უზრუნველყოს სახელურების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარიული დამუშავება (არაუმეტეს 3 საათიანი ინტერვალებით); ცვლებს შორის დაწესებულ სანიტარულ შესვენებაზე უზრუნველყოს განიავება, დასუფთავება სველი წესით (ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-ანი ხსნარით) დამუშავება). გაკვეთილების მიმდინარეობისას შესვენების დაწყებამდე უზრუნველყოს სკოლის დერეფნების განიავება; უზრუნველყოს ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურულ კონტეინერებში ერთჯერადი პლასტიკური პაკეტის განთავსება და ჰიგიენური ნარჩენების სკოლის ტერიტორიიდან დროული და უსაფრთხო გატანა; ზემოთაღნიშნული სამუშაოები განახორციელოს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი, ხალათი/სპეციალური წინსაფარი. უზრუნველყოს ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა. დამატებითი ინფორმაცია: ა) კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, აქტიურობა და ენერგიულობა; ბ) აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი: ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) მუშაობის დაწყებისთვის საჭიროა შემდეგი ცნობები: • ნასამართლეობის შესახებ, • სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის, • უფლების ჩამორთმევის შესახებ, • ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; დასვენების დღეები: შაბათი, კვირა, უქმე დღეები; სამუშაო საათები სამუშაო დღეებში: 13:30-19:00 სთ. დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე tbilisi113@mes.gov.ge |
გამოქვეყნების თარიღი | 21 თებერვალი, 2021წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 27 თებერვალი, 2021წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |