ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის
კლასი V
სექტორი აზერბაიჯანული
რეგიონი ქვემო ქართლი
რაიონი დმანისი
ტელეფონი 557589567
სამუშაოს დაწყების თარიღი24 თებერვალი, 2021წ.
სამუშაო საათები5 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 100-120 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

აღნიშნული ვაკანსია ცხადდება დროებით, პედაგოგის ავადმყოფობის გამო შვებულების დასრულებამდე.

1. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,

2. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება მინიმუმ საგნობრივი კომპეტეტენცია დადასტურებული.

3. მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

4. ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)ავტობიოგრაფია c/v;

გ) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი,დიპლომის დანართი ჩაბარებული საგნების შესახებ;

გამოქვეყნების თარიღი 19 თებერვალი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 23 თებერვალი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS