![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი |
სექტორი | |
რეგიონი | აჭარა |
რაიონი | ბათუმი |
ტელეფონი | 577270281 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 15 მარტი, 2021წ. |
სამუშაო საათები | 30 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 250-300 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასურველი პროფესია: არ არის განსაზღვრული, თუმცა უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგს, მასწავლებელს, სპეციალური მასწავლებელს, ოკუპაციურ თერაპევტს, სოციალურ მუშაკს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს. სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის დამამათვრებელი კურსი ან ბაკალავრი სამუშაო გამოცდილება: მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, მათ შორის ჩაითვალოს მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება. მინიმალური კომპეტენცია: ინფორმაციის ფლობა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების და განვითარების დარღვევების შესახებ, მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების შესახებ, ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციების ფლობა. უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით: – აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება; – აქვს ინკლუზიურ განათლების-სფეროში ტრენინგ კურსების გავლილი დამადასტურებელი სერტიფიკატები; – აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში; – აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება. ასისტენტის სამუშაოს აღწერილობა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობა, კომუნიკაციის, თვით–მოვლის უნარები და სხვა) შეფასებაში მონაწილეობა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მოსწავლის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა და ამისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება; სასწავლო მასალის ადაპტირება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად; სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საგნის მასწავლებლებთან და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად; სსსმ მოსწავლის უნარების გაძლიერება საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით; სსსმ მოსწავლის მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა– გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია და სხვა) განხორციელების პროცესში; სსსმ მოსწავლის შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირებაში თანამონაწილეობა; რთული ქცევის მქონე სსსმ მოსწავლის ქცევის შეფასებაში თანამონაწილეობა და ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის რეკომენდაციების შესრულება სსსმ მოსწავლის რთული ქცევის მართვის პროცესში; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერა სპეც. მასწავლებელთან და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად თანამშრომლობის საფუძველზე. სამუშაო პირობები: ხელფასი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შრომის ანაზღაურება შეადგენს საათში 3 ლარს. სამუშაო დატვირთვა: კვირაში დატვირთვა მაქსიმუმ 30 საათი. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი არ შეიძლება იყოს მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი. |
გამოქვეყნების თარიღი | 19 თებერვალი, 2021წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 28 თებერვალი, 2021წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |