![]() |
ვაკანსიები | ![]() |
მასწავლებლობის მაძიებელი | ![]() |
ვაკანსიის დამატება | ![]() |
კითხვა-პასუხი | ![]() |
დაგვიკავშირდით |
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |
სკოლა | სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | სკოლის ექიმი |
სექტორი | |
რეგიონი | კახეთი |
რაიონი | საგარეჯო |
ტელეფონი | 577273338 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 18 მარტი, 2021წ. |
სამუშაო საათები | 40 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 450-470 ლარი/თვეში |
ვაკანსიების რაოდენობა | 1 |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე | დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: kakabeti@mes.gov.ge, ან წარმოადგინოს მატერიალურად მისამართზე: საგარეჯო; სოფელი კაკაბეთი; კაკაბეთის საჯარო სკოლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - ,,საოჯახო მედიცინა’’ ან ,,პედიატრია’’. 2. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე; 3. იცოდეს სახელმწიფო ენა. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: 1. გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 2. ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 3.ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 4. დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)). ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. წერილობითი განცხადება; 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; 3. ავტობიოგრაფია/ cv (მისამართის, ელ ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით); 4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 5. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; 6. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; 7. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში; 8. დასაქმებული კანდიდატების შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან; 9. სამოტივაციო წერილი; დამატებითი ინფორმაცია: ფუნქციები 1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა; 2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა; 3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი; 4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; 5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს; 6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში; 8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; 11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 13. სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა; 18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. |
გამოქვეყნების თარიღი | 18 თებერვალი, 2021წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 1 მარტი, 2021წ. |
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
« უკან დაბრუნება | ამოსაბეჭდი ვერსია |