ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი (+995) 577 123 417
სამუშაოს დაწყების თარიღი4 მარტი, 2021წ.
სამუშაო საათები36 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-550 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

• უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

• უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

• უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

• იყოს მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

• იყო ჩართული სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მინიმუმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა ამავე სივრცეში (teacherjobs.ge) უნდა შეავსოს და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სამოტივაციო წერილი;

• პირადობის მოწმობა;

• განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი;

• შესაბამისი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);

• ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება და ფლობს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.


გამოქვეყნების თარიღი 17 თებერვალი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 27 თებერვალი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS