ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი I, II
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ძველი თბილისი
ტელეფონი 032 2 29 31 00
სამუშაოს დაწყების თარიღი18 იანვარი, 2021წ.
სამუშაო საათები4 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 100-250 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მასწავლებელი;

ზ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

1.2. მასწავლებლის მისაღებად კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველ ეტაპზე მოხდება პრეტენდენტთა CV-ების გადარჩევა. შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მეორე ეტაპზე გადასულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ 20 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისინი გერმანულ ენაზე ატარებენ გაკვეთილს მათ მიერ არჩეულ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ნებისმიერ თემაზე.

მესამე, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის პირები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს.

საბოლოო კანდიდატი აირჩევა იმ პირთა მიერ, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის სამივე ეტაპს.

1.3 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია მასწავლებლობის მაძიებლად აიყვანოს პირი, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსს.

1.4 თუ საკონკურსო კომისიამ შეარჩია მოწვეული მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (საათობრივი დატვირთვა არაუმეტეს 9 სთ).

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი СV და Google Drive-ზე ატვირთული ვიდეო გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@deutscheschule.ge

"სათაურის ველში" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


გამოქვეყნების თარიღი 11 იანვარი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 17 იანვარი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS