ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს თავისუფალი სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 597999526
სამუშაოს დაწყების თარიღი23 ნოემბერი, 2020წ.
სამუშაო საათები25 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

შპს „თავისუფალი სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას

მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე

თანამდებობის მიზანი: მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება

და კომპეტენციის ფარგლებში სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

• სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და

წარმართვა;

• კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და

მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;

• სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; უკუკავშირის სახით განმავითარებელი კომენტარის მიცემა, შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;

• სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა

ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო

პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;

• სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და

შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;

• გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;

• მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების

შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, უშუალო უფროსის, მშობლის ან სხვა

პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;

• საჭიროებისამებრ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი ტესტების მომზადება;

ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული

უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა

ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

• სასწავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;

• საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;

• იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს

სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;

• მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება;

საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური

განხილვა;

თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, კომენტარების

სახით დოკუმენტაციის წარმოება;

• სამსახურის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი

გაცნობა-ათვისება;

• საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება;

• კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

• ბაკალავრის ხარისხი, სასურველია პედაგოგიურ მეცნიერებებში;

გამოცდილება

• პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

• კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;

• ბავშვთა უფლებათა კონვენცია;

• ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი;

კომპიუტერული პროგრამები:

• MS Office

პიროვნული მახასიათებლები:

• კომუნიკაბელურობა;

• ორგანიზებულობა;

• პუნქტუალურობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

• კრეატიულობა;

• თვითგანვითარებისთვის მზაობა;

• სტრესის მართვის უნარის ფლობა;

• გუნდური მუშაობის უნარის ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის

მისამართზე: info@freeschool.edu.ge 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა

შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

გამოქვეყნების თარიღი 13 ნოემბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 20 ნოემბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS