ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ფიზიკური აღზრდა და სპორტი
სექტორი ქართული
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი ზუგდიდი
ტელეფონი 577 17 73 79
სამუშაოს დაწყების თარიღი15 სექტემბერი, 2020წ.
სამუშაო საათები14 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 527-650 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სპორტის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასპორტო უმაღლესი განათლება ან/და სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

კონკურსში მონაწილეობის მიღება, ასევე, შეუძლია პირს, რომელსაც მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი აქვს მინიჭებული სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ვაკანტური საათების დასაკავებლად კანდიდატმა მითითებულ ელექტრონული ფოსტის ან საკონკურსო კომისიის მისამართზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

 ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასპორტო პროფესიული განათლების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ან

 უმაღლესი სასპორტო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.


გამოქვეყნების თარიღი 12 ნოემბერი, 2020წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 29 დეკემბერი, 2020წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS